რუსთავში მამაკაცმა დას სცემა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ძმამ დას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.