მეგ რაიანი ახალ კომედიურ სერიალში „პარიზის სურათი“ გამოჩნდება. პროექტი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმზე, რომელიც 2011 წელს გამოვიდა.
სიუჟეტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც შვილი კოლეჯში ჩააბარებს, ცოლ-ქმარი, გადაწყვეტს, რომ პარიზში წავიდეს, რათა ურთიერთობაში სიახლე შეიტანოს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება.
პროექტის რეჟისორი დევიდ ჰოლი იქნება. ვინ გაუწევენ პარტნიორობას რაიანს, ჯერ-ჯერობით უცნობია.