LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი ვერაფერი ფოტოა, ბევრად უფრო ლამაზები ვართ სუყველა” – ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიასთან ერთად და სტუმრობა მეგობრებთან სან-ფრანცისკოში

583
ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანია აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თითქმის აღარ ჩანს. იშვიათად ვრცელდება მისი ფოტო და მასაც მეუღლე ნათია ფანჯიკიძე თუ გამოაქვეყნებს.

ამჯერადაც, ნათია ფანჯიკიძემ გამოაქვეყნა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო. როგორც ფანჯიკიძე წერს, ფოტო სან-ფრანცისკოშია გადაღებული.

“კიდევ დავრწმუნდი, რომ ვირტუალური მეგობრობა არ არსებობს, აქ არჩეული ადამიანი იმაზე უფრო რეალური შენი შეყვარებულია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია. სან ფრანცისკოში უსაოცარეს მარინასთან და ჟენასთან Marina Gvakharia, კაშკაშა ადამიანებთან შეხვედრა არის ამ ჩემი ბოშასავით წანწალის ყველაზე დიდი მოვლენა. უამრავი რამე ვნახე ახალი და აღტაცების ჭარბი დოზა იმდენი მივიღე, მოსანელებლად და დასალაგებლად კიდევ შვებულება მჭირდება და მაინც, ბედნიერებათა შორის ადამიანების პოვნაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერია. მარინაც და ჟენაც მეცნიერები არიან, მრავალფეროვანი და ძალიან წარმატებული პროფესიული ბიოგრაფიით და როგორც ნამდვილად ნიჭიერ ხალხს “სჭირს”, ორივე ეს ადამიანი პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად ანათებს. ცუდია, რომ ფოტოებს არ შეუძლია აურის საკმარისად ასახვა. საერთოდაც დიდი ვერაფერი ფოტოა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლამაზები ვართ სუყველა (ხიხიხი) მაგრამ ეს ფოტო აუცილებლად მინდა ინახებოდეს აქ”- წერს ფანჯიკიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები