LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი დაინახა სპეცოპერაციის დღეს… მამას ზარს ელოდება ყოველდღე“ – რა მისწერა 10 წლის პეტრემ სოსო გოგაშვილს ციხეში

3130
soso gogaSvilis Svili

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი “ფეისბუკ” გვერდზე აქვეყნებს მისი ძმის, 10 წლის პეტრეს წერილს, რომელიც მან მამას მისწერა.

„10 წლის პეტრემ ყველაფერი დაინახა სპეცოპერაციის დღეს. ის რაც ვიდეოში ჩანს, მაგ დროსაც იქ იყო და ამბობს, ჩუმად მინდოდა ვყოფილიყავი, რომ ხამუთებით ხელები ჩემთვისაც არ შეეკრათო….

მამას ზარს ელოდება ყოველდღე და სანამ დაელაპარაკება, წერილი დაუწერა გაუგზავნეთო. წერილში მამას ამშვიდებს და ეუბნება, რომ აქ ყველაფერი კარგადაა და არ ინერვიულოს.… ვინც ეს გაუკეთა ჩემს ოჯახს, თქვენ არც თქვენი შვილები არ გიყვართ და არც თქვენი ოჯახი!

მე, თქვენს შვილებსაც არ ვუსურვებ იმავეს გამოცდას, რაც ჩვენ გამოვცადეთ და ზუსტად ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ არ ვართ თქვენნაირი ბოროტები!

მჯეროდა ყოველთვის და მჯერა, რომ ღმერთი პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს და მამა მალე ჩვენთან იქნება.

ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მზად ვარ თქვენთან ბრძოლისთვის მოძალადე ნაძირლებო!“. – წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

“აი, მეც გამოვჩნდი, მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით” – სოსო გოგაშვილის გზავნილი ციხიდან

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – ნინი გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები