LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-7 წელიწადში, საქართველო იქნება მსოფლიო საიახტო ინდუსტრიის ახალი ცხელი წერტილი – Azimut Yachts-ს ხელმძღვანელი

140
azimut-yachts-sales-fleet

საქართველოს სანაპირო ზოლითა და საგადასახადო სისტემით აქვს რესურსი, მსოფლიოს საიახტო რუკაზე, განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს, – საკითხზე „პალიტრანიუსის“ ეთერში Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა და იქვე თქვა, რომ 5-7 წელიწადში, საქართველო იქნება მსოფლიო საიახტო ინდუსტრიის ახალი ცხელი წერტილი.

,,იახტებზე მოთხოვნის ზრდამ, დააჩქარა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი. საქართველოს პრობლემა დღეს ინფრასტრუქტურის არქონაა. პრივილეგია კი დიდი, აუთვისებელი სანაპირო ზოლი, რომელსაც საიახტო ინდუსტრია გამადიდებელი შუშით ეძებს,“ – განაცხადა ჩიკვაიძემ.

მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ახალი პროექტიც დააანონსა. „ბათუმში, დღეს ექსპლუატაციაში მხოლოდ ერთი, საკმაოდ მოძველებული იახტ კლუბია, თუმცა მისი რეკონსტრუქცია დაანონსებულია. ჩვენი კომპანიის მონაწილეობით მომავალ კვირაში იქნება პრეზენტაცია, საკმაოდ სოლიდური პროექტის, ახალი იახტ კლუბის. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ კვლევები დასრულებულია და კიდევ ერთი იახტ კლუბის პროექტი დამტკიცდა. მერწმუნეთ, დაახლოებით 5-7 წელიწადში საქართველო იქნება მსოფლიო საიახტო ინდუსტრიის ახალი ცხელი წერტილი“, – აღნიშნა Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები