მსოფლიოში მასშტაბური გაკოტრების შედეგად, ავიაბაზარს 89 ავიაკომპანია გამოაკლდა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ Turprom-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს უკანასკნელი წერს, რომ ინდუსტრიას ძლიერი დარტყმა ჯერ COVID-19-მა მიაყენა, შემდგომ საწვავის ფასების ზრდამ და სანქციებმა ბევრი ავიაკომპანია თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა.
Turprom-ის ცნობით, იმ კომპანიების შორის, რომლებიც გაკოტრდნენ და ბაზარი დატოვეს არის მეორე უძველესი ავიაკომპანია მსოფლიოში Avianca. თავიდან ვერ აიცილა დეფოლტი ვერც იტალიურმა ავიაგადამზიდავმა Air Italy-მ. გერმანული Lufthansa კი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერის წყალობით გადარჩა.