ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 60 ნომრიანი ბიზნესკლასის სასტუმრო “მონარქი” ძველ ბათუმში გაიხსნა. ბუტიკის ტიპის სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ოთახებს, საკონფერენციო დარბაზს და სარესტორნო სივრცეს სთავაზობს.