ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ ვირუსი იოლ ფორმებში აქვს.
„ბოდიში ვერ გპასუხობდით… დღეს ბევრად უკეთესად ვარ. მადლობა ყველას. ჩემამდეც მოაღწია ითვლება, რომ ეს კოვიდის იოლი ფორმაა, წარმომიდგენია რა იყო რთული… თავს გაუფრთხილდით და ატარეთ პირბადე. განსაკუთრებული მადლობა ყურადღებისთვის ქალბატონ მარინა ენდელაძეს“, – წერს ნათია ლაზაშვილი.