LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინ არის თუმცა ეს ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა ხდებოდეს – კალაძე სადგურის მოედნის გარემოვაჭრეებს მიმართავს

90
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს მერიამ შეთავაზება, 10 დღის ვადაში ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, რასაც ზოგიერთი მათგანი არ დათანხმდა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ესმის, რომ მოქალაქეებს ძალიან უჭირთ, თუმცა, მათი გარევაჭრობა ცივილური ფორმით უნდა მოხდეს.

” ქალაქში არის კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება, რაც კანონით დაუშვებელია. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადების გაკეთება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი მოწესრიგდება” – აცხადებს კალაძე.

მისი თქმით მერიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიების მოსაწესრიგებლად, ისევე როგორც სამგორსა და გლდანში.

“მუნიციპალურმა ინსპექციამ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მისცა შესაბამისი გაფრთხილება და გაიცა შეთავაზება, რომ 10 დღის ვადაში ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. “

მერის განცხადებით გარემოვაჭრეთა გარკვეული ნაწილი ამას დათანხმდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დარჩნენ ადამიანები, ვინც ბაზრობის გარე ტერიტორიაზე თავის სამუშაოს აგრძელებდნენ, რაც კალაძის მტკიცებით დაუშვებელია.

“ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინ არის, ვინც იქ დგას, როგორც ბაზრობის გარე ტერიტორიაზე, ასევე შიგნით, ადამიანები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილურ ფორმაში უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის გაკეთება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები