LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდაო..“ – ტურისტმა ლონდონის ტაუერის ხედიან ნომერში ბევრი ფული გადაიხადა, რეალურად კი მხოლოდ კედელი მიიღო

534
from-website

ბრიტანელმა ტურისტმა ლონდონის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ლუქსი დაჯავშნა, 1000 ფუნტიც გადაიხადა და დარწმუნებული იყო, რომ მისი ფანჯრიდან ტაუერის ხედი გადაიშლებოდა. ადგილზე მისულს კი დიდი იმედგაცრუება დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

როგორც მოგზაურმა აღიარა, კონკრეტულ სასტუმროზე არჩევანი სწორედ პანორამული ფანჯრების გამო გააკეთა. საიტზე ისეთი ლამაზი ხედები იდო, რომ ბევრი არ უფიქრია და საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაიხადა.

თუმცა, ულამაზესი ხედის ნაცვლად ნომერში მან მეზობელი შენობის კედელი დაინახა. გარდა ამისა, საიტზე ატვირთული ფოტოებისგან ძალიან განსხვავდებოდა ნომრის დიზაინიც.

სასტუმროს ადმინისტრაციამ ასეთი განსხვავების ახსნა ვერ შეძლო. ტურისტმა მათ ფულის დაბრუნება მოსთხოვა და ეს მოთხოვნა მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილეს, რაც ბრიტანელმა სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები