LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია კარალეთთან – დაიღუპა ერთი, დაშავებული ორი მამაკაციდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

179
1515090746_policiis-lenti-qart

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. მათგან  ერთი კლინიკა ,,გორმედში“, მეორე კი სამხედრო ჰოსპიტალია შეყვანილი.

,,გორმედის“ ინფორმაციით, მათთან მოთავსებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები