LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინს ძმისშვილთან რომანში ადანაშაულებენ – მომღერალს 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

735
page

რიკი მარტინი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. ივლისის დასაწყისში უცნობმა მამაკაცმა ის ძალადობასა და დევნაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც არტისტს მასთან მიახლოება აეკრძალა.

რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა

„მცემდა“ – მამაკაცი, რომელიც თავს რიკი მარტინის შეყვარებულად ასაღებს, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივის

როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა. გაირკვა, რომ ეს მამაკაცი რიკი მარტინის ძმისშვილია. 21 წლის დენის სანჩესმა სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მას რიკისთან რომანი ჰქონდა. მისი განცხადებით, მათი სასიყვარულო კავშირი 2022 წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა მარტინი მასთან განშორებას ვერ ეგუებოდა, მას უთვალთვალებდა და სექსუალურად ავიწროებდა. თუკი არტისტის ბრალეულობა დამტკიცდება, მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ თავად მარტინი და მისი ადვოკატები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებაა.

„იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანს გადაუდებელ ფსიქიკურ დახმარებას აღმოუჩენენ. ველოდებით, რომ მოსამართლე ამ ბრალდებებს ბათილად ცნობს“, – აცხადებენ რიკის ადვოკატები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები