LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-დან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდის 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

137
Untitled design (1)

10 ივლისიდან 17 ივლისის პერიოდში, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

განახლებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

10-დან 17 ივლისის პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 764 პირი.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით – პირველ ადგილზეა თბილისი, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების 4 979 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილზეა აჭარა – 882 დადასტურებული შემთხვევით.

მესამე ადგილზე კი იმერეთი, სადაც ერთ კვირაში ინფიცირების 624 შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები