LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამერი: “ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ როდესაც თავს ესხმიან აშშ-ის ელჩს, ისინი თავს ესხმიან ამერიკის პრეზიდენტს და მთელ მთავრობას

134
Untitled design

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს აშშ-ში აფასებენ.

წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო: კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

აღნიშნულის შესახებ დიპლომატები “ამერიკის ხმასთან” საუბრობენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ამერიკის ელჩის კრიტიკა შეწყვიტოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს აშშ-ის ელჩზე თავდასხმა:

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.

ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. “ქართულმა ოცნებამ” კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი”, – აცხადებს კრამერი.

დევიდ კრამერი ასევე ეხმიანება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ ცდილობს საქართველო ომში ჩაერთოს:

“ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას.

ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ “ქართული ოცნების” ოფიციალური პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიც არის და ძალიან არაგონივრულიც”, – ამბობს კრამერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

“იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ” – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

ყაველაშვილი დეგნანს პასუხობს: “შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა.. გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემ მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია”

სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ, მიშა ყაველაშვილი არის ხალხის არჩეული – კობახიძე აშშ-ს ელჩზე

ჩემს “ქართულ ოცნებაში” არ ჯდება, აშშ-ის ელჩი მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობდეს – ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტია დატოვა

„ოცნება“ კიდევ ორმა საჯარო მოხელემ დატოვა: „ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები