LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიძინოთ სატრანსპორტო საშუალება სწრაფად და მარტივად?

1208
Untitled-3 (10)

ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, მომხმარებელთა უმრავლესობა ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს ბანკისგან, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციისგან. მიზეზი ისაა, რომ ძირითად შემთხვევებში, შეგროვების გარეშე, ძალიან რთული და იშვიათია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მანქანის შესაძენად საკმარისი ერთიანი თანხა. შეგროვება კი ძალიან დიდ დროით რესურსს საჭიროებს. ასეთ სიტუაციებში, გამოსავალია ავტო სესხი ან ავტო ლიზინგი. თითოეულის ძალიან დიდი არჩევანია ქართულ ბაზარზე და მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების მიღებაც რთულია.

ხშირ შემთხვევაში, ლიზინგის მოხმარება ბევრად უფრო ხელსაყრელია ხოლმე მომხმარებლისთვის, ვიდრე ავტო სესხის და ამასთან დაკავშირებული მრავალი გარემოება შეგვიძლია მოვიხმოთ მაგალითად. აღნიშნულ ბლოგში მოგოს მაგალითზე გაგიზიარებთ რატომ შეიძლება იყოს ლიზინგი მარტივი და სწრაფი გამოსავალი ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად.

ლიზინგით სარგებლობისთვის საჭირო ეტაპები

ლიზინგით სარგებლობისთვის საჭირო პროცედურების სისწრაფე და სიმარტივე დიდწილად განსაზღვრავს ზოგადად ლიზინგით სარგებლობის ხელმისაწვდომობას. მომხმარებლის მიერ გასავლელი პირველი ეტაპი არის მოგოს ვებგვერდზე (www.mogo.ge) სალიზინგო განაცხადის გაგზავნა, რაც მოიცავს მომხმარებელსა თუ სატრანსპორტო საშუალებაზე მცირე ინფორმაციის მითითებას. განაცხადის დადებითად, ან უარყოფითად განხილვის თაობაზე მომხმარებელი პასუხს იღებს, დაახლოებით, 24 სამუშაო საათში.  განცხადების დადებითად განხილვის შემდეგ, მომხმარებელი იღებს უფრო დეტალურ ინფორმაციას სალიზინგო ხელშეკრულებაზე და ამის შემდეგ, საჭიროა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების კომპანიის სახელზე გადაფორმება შსს-ს მომსახურების სააგენტოში და ამასთან ერთად, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებელსა და მოგოს შორის.

ყველაფერი ეს, რაც შეიძლება სულ რაღაც 1-2 სამუშაო დღეს საჭიროებდეს, საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაიწყოს სასურველი სატრანსპორტო საშუალების მართვა.

ლიზინგი, როგორც ერთადერთი გამოსავალი

ხშირ შემთხვევაში ბანკისგან სესხის აღება უფრო რთულია ავტომობილის შესაძენად, ვიდრე ეს სალიზინგო კომპანიის, კონკრეტულად, მოგოს შემთხვევაში ხდება. მომხმარებლებს ხშირად აქვთ შემთხვევა, როცა სწრაფად საჭიროებენ ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შეძენას და საკრედიტო ისტორია არ უწყობთ ხელს ბანკისგან სესხის მიღებაში. შეიძლება მომხმარებელს ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და სტაბილური შემოსავალი არ ფიქსირდება მის საკრედიტო ისტორიაში. ამ დროს დიდი შანსია, რომ მან ბანკისგან სესხი ვერ მიიღოს, თუმცა მოგოში დიდი ალბათობით დაუმტკიცდება ლიზინგი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისგან ფულის მიღებაში ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს, არის არსებული საკრედიტო ვალდებულებები. თუკი მომხმარებელს უკვე აქვს რაიმე ფინანსური ვალდებულება, იქნება ეს სესხი თუ სხვა, შეიძლება ვერ მოხერხდეს ბანკის მხრიდან სესხის გაცემა. მოგოს შემთხვევაში, მომხმარებელს ლიზინგით სარგებლობა საკრედიტო ვალდებულების არსებობის მიუხედავადაც შეუძლია, მთავარია შემოსავალი აკმაყოფილებდეს საკრედიტო მოთხოვნებს.

მოგოს ლიზინგი – ყველაზე სწრაფი გამოსავალი სკუტერის, მოპედის და სპეცტექნიკის შესაძენად

მოგოს ლიზინგი მარტივი გამოსავალია მაშინაც, როცა მომხმარებელს სწრაფად ესაჭიროება ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, ან სპეც ტექნიკა. ბაზარზე ძირითად შემთხვევებში საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ავტომობილის ლიზინგი ან ავტო სესხია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება სკუტერს, მოპედს ან ტრანზიტ მოდელებს, არც ისე დიდი მიწოდებაა ფინანსური მხარდაჭერის მხრივ. მოგო ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, რადგან ავტო ლიზინგის გარდა, მას აქვს სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი და ამასთან ერთად, უკულიზინგი, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოჩენისას, მომხმარებელს ეხმარება მანქანის უზრუნველყოფით ფულის მიღებაში.

იხილეთ ჩვენი სტატიები: რატომ ლიზინგი | კანიონები საქართველოში | რატომ უნდა ისარგებლოთ სკუტერით | როგორ შევარჩიოთ საბურავები

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები