LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოს სახლში გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

51
კინოჩვენება

თბილისის კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მთავარსარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ფილმის გადაღება, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ.

ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის გენერლის ოჯახის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული უნიკალური ვიდეომასალა, ასევე, მთავარსარდლის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების კადრები. ფილმში გენერალ გიორგი კვინიტაძის როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარლამ კორშია ასრულებს. სცენარის ავტორები არიან ბექა ონიანი და თენგიზ თხილავა.

100 წლის შემდეგ სამშობლოში „დაბრუნებული“ გენერალი – გმირი „ფესვების“ ისტორიით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები