LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მედიის დიდ ნაწილს ამარაგებს კომპრომატებით, “ოცნებაზე” რაღაც ტიპის ინფორმაციით, ეს ოცნებამაც ძალიან კარგად იცოდა – ჯანგირაშვილი გოგაშვილზე

162
ნინო-ჯანგირაშვილი

ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მედიის დიდ ნაწილს ის ამარაგებს რაღაცა ტიპის კომპრომატებით, ოცნებაზე, რაღაცა ტიპის ინფორმაციით. ეს ოცნებამაც ძალიან კარგად იცოდა, მედიამაც ძალიან კარგად ვიცით, ყველამ ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ,,ტვ პირველის’’ ეთერში, სოსო გოგაშვილზე საუბრის დროს განაცხადა.

,,სისტემის მამხილებელი ასე არ იქცევა, სულ ისეთ პორციებს უშვებს, რომ აი, დოზირებულად, ხვდები? ეს ყველაფერი, თუ სისტემის მხილება გინდა და მას ძალიან ბევრი რამე აქვს, ერთად უნდა მოაგროვო, უსაფრთხოების ზომები დაიცვა შენი. ჩემამდეც იყო შანსი, რომ მოსულიყო მისი რაღაცა პორცია, რაღაც დოზით, მაგრამ მე არასოდეს არ მქონდა ამის ინტერესი პირდაპირ გეტყვით. მე უარი მითქვამს ასეთ პორციებზე, იმიტომ, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვიღაცა, რაღაცას ვაჭრობს, რაღაცას გამოაგდებს, მერე თავი რაღაცა მაგარი ტიპი ჰგონია, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს გონებაშეზღუდულობის ნიშანია მისი მხრიდან,’’ – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები