ქართველი ჟურნალისტი, ნანა აკობიძე ბათუმში, ტურისტულ სეზონზე მისი თვალით დანახულ რეალობას უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს და წერს:
“ბათუმში, ერას მოედანზე ყოველდღე გამოდის უკრაინელების რამდენიმეკაციანი ჯგუფი – მღერიან საქართველოს და უკრაინის ჰიმნებს და რუსებს ახსენებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
არაბი, ირანელი და სხვა უცხოელი ტურისტები მიდიან, შესაწირ ყუთში ფულს უყრიან და ამხნევებენ.
ირგვლივ ღია კაფეებში რუსები “არ გვესმის, ვერ ვხედავთ” სახეებით სხედან. ქალებს ანერვიულება იმაზე ეტყობათ, რომ ზომაზე მაღალი ხმით უკივიან ბავშვებს.
და მთავარი შტრიხი: ქუჩის უპატრონო ძაღლები მაშინვე გროვდებიან და უკრაინელებს უმაგრებენ ზურგს. აქვს ამ ხალხს ცხოველებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი”,- წერს ნანა აკობიძე.