პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელით განცხადებას ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება.
მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სოსო გოგაშვილმა სასჯელი მისი შვილის საქმეზე მოიხადოს.
„ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.
1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე.
2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.
მისი განწყობა არის შესაბამისი. არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას“, – წერს ზვიად კუპრავა.
ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ