LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გინდათ ამ ბიჭისგან, რადგან პუტინ ხ***ო არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?! წარმატებებს გისურვებ კვარა: ვანო ნადირაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

2355
ვანოი ნადირაძე - კვარაცხელია

ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან დაფიქსირებულ კრიტიკას, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებებს უსურვებს.

„რა გინდათ ამ ბიჭისგან, წამოვიდა რუსეთიდან და საქართველოში დაიწყო თამაში!!!! დადო ფაქტი თავის საქციელით??? დადო!!!

რახან მაინც და მაინც პუტინ ხ***ო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია???!!!

კვარაცხელია მიდი ძმაო მიაწექი, გვასახელე კიდევ ბევრჯერ. რუსეთის დედაც მოვ**ან და ქართველი ინტრიგანებისაც კიდევ!!!!

წარმატებებს გისურვებ კვარა, აქედან უკრაინაში ქართველი მებრძოლი!!!

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!“, – წერს ვანო ნადირაძე.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დატოვა რუსეთი, შემდეგი განცხადება გააკეთა: „ვფიქრობ, ეს ცოტა რთული საკითხია. უფრო პოლიტიკური შეკითხვაა ჩემი აზრით და იმიტომ დავტოვე, რომ საჭიროება მოითხოვდა და წავედი საქართველოში სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამიტომ დავტოვე რუსეთი. თქვენი შეკითხვა პოლიტიკურია“,- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები