LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი შრიფტი შექმნეს, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება – „ამ შრიფტით ყველა ევროპულ ენაზეა შესაძლებელი წერა“

130
293753706_5487496371302144_4250545132125671020_n

საქართველოში ახალი შრიფტი შექმნეს, რომელიც უკრაინელებს მიუძღვნეს. შრიფტი “უკრაინა” – ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი შრიფტია, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება. იგი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის – „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა.

“შრიფტი „უკრაინა“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.

ცნობისთვის, ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.

შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts და https://calligraphy.ge/fonts

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები