ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც კახაძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია არის “გახედნილი” და როდესაც გარკვეული გადაცდენა იქნება, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება.
“კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ჩვენი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია არის გახედნილი, მისადაგებული საერთაშორისო ნორმატივებს და ყველგან, სადაც კი ასეთი მსგავსი გადაცდენა იქნება, კონსტიტუცია და რეგლამენტი თავის საქმეს იზამს,” – განაცხადა ლადო კახაძემ.