LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს

88
277810172_518814249599852_2180985609476949245_n

ევროკავშირი არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

ბორელის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. „რუსეთის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ყველა უკრაინელისთვის, არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკანონო ომთან“, – აღნიშნა ბორელიმ.

შეგახსენებთ, 11 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ყველა მცხოვრებლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები