წელს „ტესლამ“ მასობრივი შემცირებები დაიწყო. მსოფლიო ეკონომიკასთან დაკავშირებული „ცუდი წინათგრძნობის“ გამო ილონ მასკმა ახალი თანამშრომლების მიღების პროცესი შეაჩერა და არსებული შტატიც 10%-ით შეამცირა. გავრცელებული ინფორმაციით, გასული 3 თვის განმავლობაში „ტესლა“ 457 ადამიანმა დატოვა და მათი ნახევარი უკვე ამერიკული ავტო გიგანტის კონკურენტებთან დასაქმდა.
„ტესლას“ თანამშრომელთა წაყვანის მაჩვენებლით ლიდერი კომპანია Rivian გახდა, სადაც ახლა 56 ყოფილი „ტესლელი“ მუშაობს.
საავტომობილო კომპანიათა შორის მეორე ადგილს Lucid Motors იკავებს, მასკის კიდევ ერთი კონკურენტი.
შედარებით ტრადიციულ ავტო მწარმოებლებთან, მათ შორისა General Motors-თან და Ford-თან მხოლოდ 8 ადამიანმა გადაინაცვლა.
რაც შეეხება არა საავტომობილო კომპანიებს, „ტესლაში“ დასაქმებულთაგან 51 Apple-ში გადავიდა, ამდენივე Amazon-ში, 29 და 30 გათავისუფლებულმა სამსახური Microsoft-სა და Google-ში იპოვა.