LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს მოვამზადებთ – მიხაელ რუპი

98
mixael rupi

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

ევროკომისიის წარმომადგენლის მიხაელ რუპის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ არ დააჩქარონ საქართველო ევროკომისიის დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და ევროპულ საბჭოსთან შეთანხმებით ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს არა ამ წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს წარადგენენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს ღრმად და საფუძვლიანად პრიორიტეტების შესრულებაზე. შესაბამისად, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზების მცდელობაში და საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა საფუძვლიანად იმუშაონ რეფორმებზე.

ასე რომ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ 2023 წლისთვის მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტებები. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, – განაცხადა მიხაელ რუპმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება

რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

პეტრას აუსტრევიჩუსი: საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები