დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა. „ჯპს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და აფთიაქის რეგიონალურმა დირექტორმა ელზა ჯავახაძემ გახსნეს. ეს არის იმერეთის რეგიონში ჯპს-ის მეშვიდე აფთიაქი.
ცნობისთვის, „ჯპს“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით, 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს.
„აქციები, რომლებიც კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად თუ სხვადასხვა დღესასწაულებზე აქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალზეც გავრცელდება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.