ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კოვიდ-19-ის შემთხვევები ნამდვილად იმატებს.
თამარ გაბუნიას თქმითვე, ამის მიუხედავად, სიტუაცია სრულად მართვადია და პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია:
“ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა.
არის მედიკამენტი “პაქსლოვიდი”, რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ”, – განაცხადა გაბუნიამ.