თუ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მანდილოსნების უმეტესობა ისვენებდა, ორსულობის მიუხედავად ამალ კლუნიმ მთელი დღე დაძაბულ სამუშაო განრიგს მიუძღვნა. მომავალი დედა ლონდონიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა. პაპარაცებმა ის გაეროს შენობასთან დააფიქსირეს. მასთან ერთად მისი კლიენტები და ნობელის პრემიის ლაურეატი ნადი მურადი იმყოფებოდნენ. რა მიზნით ეწვივნენ ისინი ნიუ-იორკს, უცნობია.
ცოტა ხნის წინ, ამალმა BBC-ის ვიდეოინტერვიუში მონაწილეობა მიიღო. კითხვაზე, ეხმარება თუ არა მას ქორწინება საქმიანობაში, ამალმა უპასუხა: „ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მგონია, რომ რაც მეტი ადამიანი გაიგებს იმას თუ რას უკეთებს ისლამური სახელმწიფო იეზიდებს და რაც მეტად მივმართავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, მგონია, რომ ამ ყველაფერში ჩემი მეუღლის ცნობადობა ძალიან დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა მისის კლუნიმ.