საბერძნეთში, სალონიკში ალჟირელი მამაკაცი ქართველს გატეხილი ბოთლით დაესხა თავს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვირას ნაშუადღევს სალონიკის ცენტრში სისხლიანი ინციდენტი ორ უცხოელ მამაკაცს შორის მოხდა. ალჟირელი ქართველს გატეხილი ბოთლით დაესხა თავს და თავში, ყურსა და კისერზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. სასწრაფოს ექიმებმა სისხლდენის შეჩერება შეძლეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.