LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

70
630_360_1657446578-177

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მაშველები დონბასში აგრძელებენ ჩასივ-იარში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევების გაწმენდას. 13:00 საათის მონაცემებით, ადგილზე ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია 15 დაღუპულის ცხედარი, ნანგრევებიდან ხუთი ადამიანია ამოყვანილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დონეცკში რუსებმა 5-სართულიანი საცხოვრებელ სახლი დაბომბეს: დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები