LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მაყურებელი!“ – ნინო გაჩეჩილაძის ემოციური მიმართვა და სერიალის გულშემატკივრების რეაქციები

14566
BeFunky-collage (7)

საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ 11-წლიანი ისტორიის მქონე პროექტმა და ყველასთვის საყვარელმა სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” არსებობის გასაგრძელებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა მოძებნოს. ამის შესახებ ისაუბრა სერიალის პროდიუსერმა. 

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი: „კონკრეტული ფინანსური პრობლემების წინაშე ვართ… ახლა უფრო მძიმედ არის საქმე…“

როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ფინანსების მოძიება დამოკიდებულია მრავალ ობიექტურ ფაქტორზე, რომელზედაც გადაცემის გუნდი გავლენას ვერ ახდენს.

ანა ტყებუჩავა: „ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს… ძალიან ძლიერი მუშაობა მიდის, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გადარჩეს“

“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, გაგრძელდება თუ არა სერიალი, ჯერ უცნობია.

ამ ფონზე, თაყვანისმცემლებს “ჩცდ” – ს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე უზიარებს ფოტოს, რომელიც სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების მომენტს ასახავს.

“ჩვენ გვიყვარს ჩვენი მაყურებელი!❤️, – წერს ნინო გაჩეჩილაძე და სავარაუდოდ, ამ ფორმით მადლობას უხდის სერიალის გულშემატკივრებს.

პოსტს არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩვენც ძალიან გვიყვარხართ და გელოდებით“„ვერ წარმომიდგენია რომ ოდესღაც შეიძლება დამთავრდეს სერიალი“

„თქვენ მაყურებელს უყვარხართ თქვენ“

„როგორ უხდება სოსოს გაღიმება თურმე“

„მაყურებელსაც უყვარხართ“,- წერენ ინტერნეტმომხამრებლები.

ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა ნიშნავს თუ არა ეს ფოტო, რომ სერიალი გრძელდება, რასაც ნინო გაჩეჩილაძემ ასე უპასუხა: – “ეგ სადმე წერია?))”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები