ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით დაახლოებით, 368 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარება განკუთვნილი იქნება როგორც უკრაინაში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა გამოაცხადა, რომ შეიარაღების ახალი, 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის სახით, უკრაინას მიაწოდებს უფრო შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის სისტემებს და ახალ მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს.