ტანმოვარჯიშე და ტელესახე ქეთევან ხატიაშვილი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, „ინსტაგრამის“ გვერდზე ხშირად გვიზიარებს სხვადასხვა სახის ფოტოსესიებს და ვიდეოებს.
ამჯერად, ტელესახე თავის რჩეულთან ერთად თელავში აუზზე ნებივრობს, თან კახურ ჩურჩხელას მიირთმევს. აღსანიშნავია, რომ ქეთი ხატიაშვილის უნაკლო სხეულს ძალიან უხდება თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმი.
ვიდეო “სთორის” გადაღებისას ქეთი ხატიაშვილი ამბობს, რომ ისინი კახეთიდან პირდაპირ ბათუმში მიემგზავრებიან.