LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეცადეთ, ახალი სიცოცხლე შეგვეძინა ამ სიმღერისთვის, რადგან ეს ნამუშევარი არასდროს ბერდება, ყოველთვის აქტუალურია“ – „ფორტე“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

627
fortunanews

8 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში „ფორტეს“ სიმღერის „აღარ გამებუტო“ პრემიერა შედგა. ჯგუფის წევრებმა სიმღერის შერჩევისა და ჩაწერის პროცესზე ისაუბრეს და დაგეგმილი კონცერტებიც დააანონსეს.

 სად გაიმართება თქვენი კონცერტები, დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში?

ზურა: ჩვენი კონცერტები ხონში, ბათუმში, სენაკში, ფოთში და აბაშაში გაიმართება.

მომიყევით თქვენი ახალი ნამუშევრის, „აღარ გამებუტო“ შესახებ,

ნინო: ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა სიმღერა გაგვეკეთებინა, რომ შეგვეთავაზებინა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობისთვის. საბოლოოდ ნოდარ ნარსიას ტექსტზე შექმნილი ზურა მანაგაძის ეს სიმღერა შევარჩიეთ. შემდეგ უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ ვისთვის მიგვენდო არანჟირება და მივადექით ჯგუფს „რეზო და ბავშვები“. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ასეთი ლამაზი არანჟირებისთვის. დიდი მადლობა თქვენც, ამ სიმღერის წარდგენისთვის.

რამე უთანხმოება, აზრთა სხვადასხვაობა თუ გქონდათ სიმღერის ჩაწერის დროს?

ზურა: გოგოები ფაქტობრივად ჩემს წინააღმდეგ იდგნენ. აზრთა ჭიდილი და სხვადასხვაობა ყოველთვის გვაქვს. ერთმანეთს ვებრძვით ხოლმე, რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღოთ. ვფიქრობ, ახლაც ის შემთხვევაა და კარგი შედეგი მივიღეთ. ვეცადეთ, ახალი სიცოცხლე შეგვეძინა ამ სიმღერისთვის, რადგან ეს ნამუშევარი არასდროს ბერდება, ყოველთვის აქტუალურია.

 

ფორტე – აღარ გამებუტო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები