დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, (NCDC) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მაიმუნის ყვავილის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 იანვრიდან 4 ივლისის პერიოდში ჯანმოს 59 ქვეყანაში 6 027 შემთხვევაა დადასტურებული.
აფრიკის რეგიონში კი მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა:
“2022 წლის პირველი იანვრიდან 4 ივლისამდე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რეგიონის 59 წევრ (როგორც ენდემურ, ისე არაენდემურ) ქვეყანაში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 6 027 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
აფრიკის რეგიონში დაფიქსირდა სიკვდილის 3 შემთხვევა.
10 ქვეყანაში 21 დღეზე (მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი) მეტია მაიმუნის ყვავილის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯანმო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, მხარს უჭერს საერთაშორისო კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებას წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ვირუსის რისკების შეფასებას, რისკის ხარისხი რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
რისკის შეფასება:
გლობალურ დონეზე – საშუალო;
ჯანმოს ევროპის რეგიონი – მაღალი;
ჯანმოს სხვა რეგიონები – საშუალო.
შეგახსენებთ, საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ერთი შემთხვევაა დადასტურებული.
სამართლებრივ აქტებს, საგანმანათლებლო მასალასა და სიახლეებს მაიმუნის ყვავილის შესახებ დეტალურად გაეცნობით ბმულზე – ყველაფერი მაიმუნის ყვავილის შესახებ