LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს ცნობილი, 14 ყოფილი სანატორიუმი, რომელიც აუქციონზე იყიდება

591
Tskaltubo-60

წყალტუბოს 14 ყოფილ სანატორიუმზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში იყიდება სანატორიუმები: “წყალტუბო”, “ფილიალი”, “უშიშიროება’, სასტუმრო “წყალტუბო”, “სამგურალი”, “სავანე”, “რკინიგზელი”, “მედეა”, “მეგობრობა”, “იმერეთი”, “თბილისი”, “გეოლოგი”, “თბილისი”, “აია”.

აღსანიშნავია, რომ პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.

აუქციონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3Rrzyym

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები