LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძლიერებული ქვის ცვენის გამო, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა კალა-უშგულის მონაკვეთზე

73
292440842_398756295615945_127265326131754229_n

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული) გაძლიერებული ქვის ცვენის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები