ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია. BBC-ის ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები. ხანძრის ფაქტს უკრაინის „საზოგადოებრივი ტელევიზიის“ კორესპონდენტები ადასტურებენ. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი და რა ინახებოდა საცავებში.
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, ტელეეთერში დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყებოდა.