LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე და „33ა“ ერთობლივ კონცერტს 8 ივლისს გამართავენ

104
a989de67-bb7a-4411-901d-c5e262a89be7

8 ივლისს, 20:00 საათზე „თბილისის საკონცერტო დარბაზში“ „სუხიშვილების“, ნიაზ დიასამიძის და „33ა“-ს ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტი საქველმოქმედო ფონდის “თხილის გულის” მხარდასაჭერად და უპოვარი მოხუცების დასახმარებლად შედგება.

„უნიკალური და საკმაოდ საინტერესო პროექტია. ღონისძიებაზე გაჟღერდება, როგორც ნაცნობი, ისე ახალი მელოდიები. ნიაზ დიასამიძის მუსიკაზე ორი ცეკვა გვაქვს გაკეთებული. ჩვენ და ნიაზ დიასამიძეს არაერთი კოლაბორაცია გვქონია, თუმცა ასეთი სრულყოფილი, ერთობლივი კონცერტი პირველად გვაქვს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი უახლესი პროექტი „ქარაბშა“ და იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი. მაყურებელი ასევე იხილავს ჩვენს ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს „ორნამენტი“ და „ცეკვა-თამაში“ და ჩვენს ერთ-ერთ ახალ კომპოზიციას „ნაბიჯი“. იშვიათი პროექტია და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება“ – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთის ფასი 30 ლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები