LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხტი დავარდა და აქცია დაიშალაო, რა უნდა გვექნა – ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! – მანჯგალაძე

189
BeFunky-collage (5)

„ქართული ოცნება“ გვეუბნება, მუხტი დავარდა და აქცია დაიშალაო, რა უნდა გვექნა – ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„საოცარ რიტორიკას ვაწყდებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, ერთი მხრივ პროპაგანდა იყო, რომ ჩვენ არეულობა და ქაოსი, ქვეყნის დანგრევა გვინდა, არაფერი გაგვიკეთებია მსგავსი და გვეუბნებიან – „მუხტი დავარდა, სახლში წავიდნენ, აქცია დაიშალა”. რა უნდა გვექნა, ქაჯეთის ციხესავით უნდა შევჭრილიყავით და ქონგურიდან გადმოგვეგდო ღარიბაშვილი, თუ რას ელოდებოდნენ?! არ უნდა დაშლილიყო აქცია და სახლში არ უნდა წასულიყო ხალხი?! ღარიბაშვილი რომ ბრიყვია და არ გადადგება ან ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს, ამის გამო ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ?! ჩვენ გვინდა პროტესტით, მშვიდობიანად, არაძალადობრივად ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი” საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას გაიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები