LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნები ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობენ

92
France-D130J-e1640160344452

საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა პროექტის Future Mid-Size Tactical Cargo (FMTC) განხორციელება დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შემუშავება იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ ეს ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed Martin C-130 Hercules-სა და Casa CN-235-ს ჩაანაცვლებს.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი თვითმფრინავის განვითარება, შესაძლოა, დაახლოებით 2026-2027 წლებში დაიწყოს. FMTC უნდა აკმაყოფილებდეს Airbus A400M-ის უფრო მცირე ალტერნატივის საჭიროებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები