LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე ბინის მეპატრონეს 4 წლით, მამა-შვილს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

241
ing (3)

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული საქმის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძებს კი  3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია:

“საერთო ჯამში, სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთ ოთახიანი, ოროთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

შეგახსენებთ, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე