LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივალთ პრემიერთან, მივმართავთ რადიკალურ ზომებს“ – ზუგდიდში დევნილთა კლინიკის ექიმები აქციას მართავენ

139
ing (2)

ზუგდიდში, დევნილთა კლინიკის ექიმები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ინფორმაციით, იცვლება კლინიკის დირექტორი, რაც გამოიწვევს იმ ტარიფების ზრდას, რომლებიც ამ დრომდე დევნილ მოსახლეობაზე იყო მორგებული.

ექიმების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ისინი აპირებენ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ასევე არ გამორიცხავენ რადიკალური ზომების მიღებას:

“დევნილთა პოლიკლინიკა 1994 წლიდან არსებობს. ჩვენ ქუჩიდან შემოვედით და დღემდე ვარსებობთ. ვემსახურებით 45 000 დევნილს, უმეტესი ნაწილი სოციალურად დაზღვეულია  და გვაქვს ის ტარიფები, რაც მორგებულია სოციალურად დაზღვეულ ბენეფიციარებზე.

ახლა გაჟღერდა, რომ საუბარი იყო ჩვენი პოლიკლინიკის გაყიდვაზე, მაგრამ ვერ გაიყიდა და მართვა ტატიშვილის კლინიკას გადაეცა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან მოვითხოვეთ, ჩამოსულიყვნენ ან ჩვენ ჩავიდოდით, ისინი ჩამოვიდნენ, გვქონდა საუბრები, თქვეს, რომ არანაირი ტატიშვილის კლინიკა არ ყიდულობს და არც მართვა გადაეცემა, მაგრამ ჩვენ გადაღებული გვაქვს ვიდეოს სრული ვერსია – 2-ჯერ ჩამოვიდნენ, ამის ჩვენება შეგვიძლია.

ახლა ასეთი რამ ხდება – დაიბარეს რეგიონის დირექტორები, ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა თათბირი და იქ გაჟღერდა, რომ ჩვენი პოლიკლინიკა სამართავად ტატიშვილის კლინიკას გადაეცემა.

გამოგვიგზავნეს დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გენერალურ დირექტორს 2 500 ლარი ენიშნება, კიდევ გვეყოლება ერთი დირექტორი, რის ფასზე იქნება ეს? – ტარიფებს გავზრდითო და ჩვენ დევნილებზე ისე გვაქვს მორგებული, რისი გადახდაც შეუძლიათ.

ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, ჩვენ მთავრობას ვაცნობებთ, მივალთ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან და რადიკალურ ზომებს მივმართავთ”, – განუცხადა “ფორმულას”კლინიკის მთავარმა მედდამ – ბელა გულისკირიამ.

 

მთავარი ფოტო სლაიდზე: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები