LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინდელი გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა..შენ მოახერხე, რომ პირველად არ დასცინეს.. ამ აგრესიულ საზოგადოებას საკენკი არ მიეცი“ – რას წერს ია ფარულავა

2563
BeFunky-collage (23)

გადაცემის “ია ფარულავას კონვერტი წამყვანი, მსახიობი ია ფარულავა საზოგადოებას უზიარებს მაყურებლის მხრიდან მიღებულ შეტყობინებას, რომელიც აღნიშნულ გადაცემაში, მომღერალ ხატია წერეთლის სტუმრობის შემდეგ მისწერეს.

“გუშინდელი გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა ინბოქსიში :

ია, ვუყურე შენს გადაცემას. არ დაგიმალავ, ცოტა დაძაბული ვიყავი, ხომ არ დასცინებსთო ამ საწყალ ქალს, რომელსაც სხვა გადაცემაში დასცინეს, და ამდროს სხვა კიკიმორებს პატივისცემით იწვევდნენ. ეს მირჩევნია იმ კოშმარ კიკიმორებს. შენ მოახერხე, რომ პირველად არ დასცინეს გადაცემის მერე. უბრალოდ ეს არის შენი ფასეულობა და რა ძალა აქვს ამ ყველაფერს. შეაქე კიდეც რამდენჯერ, ზომიერად გააკრიტიკე პირდაპირ. მოკლედ ამ აგრესიულ საზოგადოებას საკენკი არ მიეცი. მაგარი ხარ.

მგონი ჟურნალისტებს ადამიანური სტანდარტი დაანახვე და იმედია, გაიგებენ. მოკლედ, მე ცოტა გადახრა მაქვს დაცინვაზე, და გამახარე. ეს შენ გაყენებს ბევრად მაღლა სხვა ქაჯ ჟურნალისტზე. რამდენი გელაპარაკე”, – ნათქვამია ია ფარულავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები