უკვე მე-9 დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მამაკაცს ეძებენ. 82 წლის თემურ შანიძე სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა და აღარ გამოჩენილა. დაკარგულის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი მოკლულია. მათ ეჭვს სახლში მარტო დაბრუნებული ძაღლი განაპირობებს.
მეუღლის თქმით, მას განზრახ არავინ მოკლავდა, თუმცა შესაძლოა, ვინმე შემთხვევით ავტომობილით დაეჯახა და გადამალა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.