LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს თვითონ ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს“ – რას ამბობენ „სირცხვილიას“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე

183
გიგა მაქარაშვილი აქცია

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქტივისტებმა შენობის სამოქალაქო შესასვლელი დატოვეს.

დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, დღეისთვის სხვა აქცია არ იგეგმება, თუმცა საპროტესტო გამოსვლები დასახული მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.

„ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა“ – აქციის მონაწილეები დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს

„ეს იქნება 2 საათზე, 4-ზე თუ 6-ზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობთ, რომ რაც მეტი ადამიანი იხმაურებს და რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს თვითონ ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას და უფრო სწრაფად დაიწყება ჩვენი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება.

დღევანდელი ღონისძიების დასრულების მერე, დავსხდებით და შემდეგი ღონისძიების თარიღიც დაიდება და შემდეგი გეგმები უნდა გაგაცნოთ. ამიტომ ერთი რისი თქმაც შემიძლია, რომ პროტესტი არ შეწყდება და პროტესტი იქნება მშვიდობიანი.“ – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა მაქარაშვილმა.

ჟორჟოლიანი: „სირცხვილია“ იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით

შეგახსენებთ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აქციის მთავარ მოთხოვნას პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

ვისაც არ ჰქონდა ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ – რიჟვაძე აქციაზე