ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. „ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, ვალდებულია დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში.
„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობითვე, მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ხელისუფლება ვენეციის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.