LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაა

100
BeFunky-collage (6)

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს, სამართალდამცველებმა დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი არ ემორჩილებიან.

„ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა“ – აქციის მონაწილეები დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს

ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, თუ პოლიცია დააკავებთ, წინააღმდეგობა არ გაუწიონ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცველები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სტვენითა და ხმაურით საკუთარ პროტესტს აგრძელებენ.

აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.

„ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს გელით კანცელარიასთან ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!” – რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელთაც მთელი ღამე საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაათენეს, დღეს დილით ხმაურითა და სტვენით გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები