LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს – მარიამ ქვრივიშვილი

172
qvrivishvili1-1-750x430-2021-09-15_10-58-44_055191

1-ლი აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Wizz AIR-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჟაჟა ტრუბელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ავიაკომპანიის Wizz Air-ის წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისში მართავს. „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ – უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air-ი გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს“ , – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს – პარიზის რეისები აღდგება

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს, რომელიც ევროპაში და საქართველოშიც, ტურიზმის სწრაფ აღდგენას თან ახლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები