გიგი ორაგველიძემ სოციალურ ქსელში განათავსა ცირა ბზიშვილის სტუდიაში გადაღებული ვიდეო და ფოტოები, სადაც სოფო ბედიას ახალ სიმღერაზე მუშაობის პროცესია ასახული:
„ჩემო მეგობრებო და კეთილისმსურველებო, მალე შემოგთავაზებთ ჩემ მიერ დაწერილ სიმღერას (მუსიკა) ამ უდიდესი და უმაგრესი, ულამაზესი მომღერლის, სოფო ბედიას შესრულებით. ტექსტის ავტორია შორენა ტაბატაძე, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი მადლობა ცირა ბზიშვილს, კომფორტისთვის, ხარისხისთვის და ყოველივე საუკეთესო შემოქმედებისთვის… დაუვიწყარი და შესანიშნავი იყო თქვენთან მუშაობა, გოგოებო…“